ზურაბ ქადაგიძე: აშშ-ის ელჩ დანიგანის მიერ პოსტის დატოვება პირველი ნაბიჯია საქართველო-ამერიკის ურთიერთობების გადატვირთვაში

„ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე, საქართველოში აშშ-ის ელჩ რობინ დანიგანის განცხადებას, რომლის მიხედვითაც ის პირადი გადაწყვეტილებით გავიდა პენსიაზე, სოციალურ ქსელში ეხმაურება.

ზურაბ ქადაგიძის თქმით, ეს პირველი ნაბიჯია საქართველო-ამერიკის ურთიერთობების გადატვირთვაში.

„ესეც პირველი ნაბიჯი საქართველო-ამერიკის ურთიერთობების გადატვირთვაში.
ვინ იქნება შემდეგი – ევროკავშირის ელჩი?
ისე, ჩვენ სულელ ოპოზიციას მინდა ვკითხო – ახალი ელჩი რწმუნებათა სიგელს ვის მიართმევს, პრეზიდენტ ყაველაშვილს თუ თვითმარქვია ზურაბიშვილს?
ატყობთ, რა მასშტაბის სიგიჟეში ამთავრებთ პოლიტიკურ კარიერას?
ითხოვდით საქართველოს მთავრობის გადადგომას და ამერიკის ელჩი გადადგა…“, – წერს ზურაბ ქადაგიძე.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

კახა კალაძე: მერაბის მიმართ ასეთი საქციელი არაფერში ჯდება – არც სპორტულ...

მერაბის მიმართ ასეთი საქციელი არაფერში ჯდება - არც სპორტულ ღირსებაში, არც კაცობაში და არც ადამიანობაში, - წერს სოციალურ ქსელში თბილისის მერი, პარტია „ქართული ოცნების“...