6 ივნისი, პარასკევი, 2025
6 ივნისი, პარასკევი, 2025

ირაკლი კობახიძე – 100% არ ვიცი, 99.9% კახა კალაძე იქნება ჩვენი მერობის კანდიდატი – დანარჩენი როგორ გითხართ, შემიძლია დავიფიცო

ირაკლი კობახიძე – 100% არ ვიცი, 99.9% კახა კალაძე იქნება ჩვენი მერობის კანდიდატი – დანარჩენი როგორ გითხართ, შემიძლია დავიფიცო
ჩემი პოზიცია არაერთგზის დავაფიქსირე, კახა კალაძე არის უალტერნატივო თბილისის მერის პოზიციაზე, – ასე უპასუხა პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვას, იქნება თუ არა კახა კალაძე თბილისის მერობის კანდიდატი.

ამასთან, კობახიძეს ჟურნალისტმა კიდევ ერთი კითხვა დაუსვა, „მიდის თუ არა ბიზნესში დედაქალაქის მერი, ვინაიდან კახა კალაძის გუშინდელი განცხადება წასვლა-არ წასვლასთან დაკავშირებით ბუნდოვანი იყო და მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მან შპს “კალა კაპიტალი” დააფუძნა“.

„100% არ ვიცი, 99.9%… ეს ადამიანი იქნება ჩვენი მერობის კანდიდატი. გუნდში ეს სულისკვეთება არის. ჩემი პირადი დამოკიდებულებაა, რომ ის აბსოლუტურად უალტერნატივოა თბილისის მერის პოზიციაზე. დანარჩენი როგორ გითხართ, შემიძლია დავიფიცო“, – აღნიშნა პრემიერმა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები