4 სექტემბერი, პარასკევი, 2026
4 სექტემბერი, პარასკევი, 2026

ზურაბ ქადაგიძე ევროპარლამენტის ანგარიშის რელიზზე: რომელი გამოხვალთ ძალიან რადიკალური ოპოზიციიდან და იტყვით – არაო?! არა და – როგორია, არალეგიტიმურად გამოცხადებული მთავრობისა და ცესკოს ორგანიზებულ არჩევნებში მონაწილეობა, თქვენი ჩართულობით ხომ ირიბად აღიარება გამოგდით?

„ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე, სოციალურ ქსელში ეხმიანება ევროპარლამენტის მიერ საქართველოსთან დაკავშირებით ყოველწლიური ანგარიშის შესახებ გავრცელებულ რელიზს, რომლის თანახმადაც ევროპარლამენტში თვითმმართველობის არჩევნებს საქართველოს დემოკრატიის მედეგობის მორიგ გამოცდად მიიჩნევენ.

ქადაგიძე მიმართავს რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებს, თუ როგორია არალეგიტიმურად გამოცხადებული მთავრობისა და ცესკოს მიერ ორგანიზებულ არჩევნებში მონაწილეობა, რომელში ჩართულობითაც მათი ირიბად აღიარება გამოსდით.

„აბა, რომელი გამოხვალთ ძალიან რადიკალური ოპოზიციიდან და იტყვით – არაო?!
ეგრეა, რასაც გეტყვიან, იმას იზამთ, ასეთია აგენტის ბედი.

არა და – როგორია, არალეგიტიმურად გამოცხადებული მთავრობისა და ცესკოს ორგანიზებულ არჩევნებში მონაწილეობა, თქვენი ჩართულობით ხომ ირიბად აღიარება გამოგდით?

ასე რომ – “დაპრიგალის რებიატა”!“-წერს ზურაბ ქადაგიძე.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე დიუშენის სამკურნალო მედიკამენტზე: „ჯივინოსტატი“ მომდევნო კვირის დასაწყისში იქნება თბილისში

💊 სასიხარულო ინფორმაცია: დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო პრეპარატი „ჯივინოსტატი“ თბილისში მომდევნო კვირის დასაწყისში ჩამოვა.