4 სექტემბერი, პარასკევი, 2026
4 სექტემბერი, პარასკევი, 2026

შალვა პაპუაშვილმა გენერალური აუდიტორის თანამდებობაზე გიორგი გაბიტაშვილის კანდიდატურა წარადგინა

პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა გენერალური აუდიტორის თანამდებობაზე გიორგი გაბიტაშვილის კანდიდატურა წარადგინა. როგორც მან ჟურნალისტებს ბრიფინგზე განუმარტა, გადაწყვეტილება გუნდთან კონსულტაციის შემდეგ მიიღო.

„როგორც იცით, გენერალური აუდიტორის კანდიდატურის წარდგენის უფლებამოსილება საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით, აქვს პარლამენტის თავმჯდომარეს. ამიტომ, გუნდთან და ბატონს გიორგისთან კონსულტაციით, მივიღე გადაწყვეტილება გენერალური აუდიტორის თანამდებობაზე წარვადგინო გიორგი გაბიტაშვილის კანდიდატურა“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

მისი აზრით, გაბიტაშვილი გააძლიერებს სახელმწიფო აუდიტის სამსახურს და უზრუნველყოფს იმ მიზნების მიღწევას, რაც მმართველმა პარტიამ წინასაარჩევნოდ მოსახლეობას წარუდგინა. მისივე თქმით, პარლამენტი გაბიტაშვილის კანდიდატურას კენჭს მომავალ კვირას უყრის.

გაბიტაშვილი წლების განმავლობაში მუშაობდა პროკურატურისა და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სისტემაში. 2013 წლიდან იკავებდა გენერალური პროკურორის მოადგილის, ხოლო 2024 წლიდან გენერალური პროკურორის თანამდებობას.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

განათლების კომიტეტის სხდომა — 2026 წლის ბიუჯეტის შესრულების 6 თვის ანგარიში

განათლების სამინისტრომ 2026 წლის პირველ ნახევარში ბიუჯეტის 98.9% აითვისა

📊🎓 განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ 2026 წლის პირველ ნახევარში დაახლოებით 1.336 მილიარდი ლარი აითვისა — ბიუჯეტის შესრულებამ 98.9% შეადგინა.