გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“, – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა.
„მხარდამჭერთა უპრეცედენტო რაოდენობა! საქართველოს რეზოლუციას 2025 წლის სესიაზე 107-მა ქვეყანამ დაუჭირა მხარი!
დიდ მადლობას ვუხდი ყველა იმ სახელმწიფოს, ვინც გახდა ჩვენი ინიციატივის თანაავტორი და მხარი დაუჭირა რეზოლუციას.
განსაკუთრებული მადლობა საქართველოს ელჩს გაეროში დავით ბაქრაძეს, ჩემს მოადგილეს – ლაშა დარსალიას და ყველა დიპლომატს, ვინც დაუღალავად იშრომა ამ დიდი მხარდაჭერის მოსაპოვებლად!“ – აღნიშნა საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.