6 ივნისი, პარასკევი, 2025
6 ივნისი, პარასკევი, 2025

გიორგი გოგოლაშვილი: 2002 წელს დამიკავშირდა „რუსთავი 2“-დან „კურიერის“ წამყვანი ეკა ხოფერია და მთხოვა მონაწილეობის მიღება დებატებში. პირისპირ დასხდნენ გიგი თევზაძე და დავით უსუფაშვილი. გვიმტკიცებდნენ, რომ ჯავახიშვილის უნივერსიტეტი არის კორუმპირებული – ეს იყო მათი მეთოდი, თუ სახელს გაუტეხ იოლია ასე გამარჯვება

პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, სადაც საქართველოს უნივერსიტეტებში აკადემიური პერსონალის უფლებების შელახვის ფაქტი განიხილება, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა, ენათმეცნიერმა გიორგი გოგოლაშვილმა ისაუბრა.

როგორც მან აღნიშნა, „ნაცმოძრაობის“ რეჟიმს ჰქონდა მეთოდი, თუ სახელს გაუტეხ, შეარცხვენ და ა.შ. იოლია ასე გამარჯვება და სწორედ იმისთვის, რომ მოეხდინათ უნივერსიტეტის დისკრედიტაცია, ხდებოდა ჭორების გავრცელება, რომ ჯავახიშვილის უნივერსიტეტი არის კორუმპირებული.

„2002 წლის აგვისტოში მე დამიკავშირდა „რუსთავი 2“-დან „კურიერის“ წამყვანი ეკა ხოფერია და მთხოვა მონაწილეობის მიღება დებატებში. პარმენ მარგველაშვილს და მე უნივერსიტეტის პოზიცია უნდა დაგვეცვა. ჩვენს პირისპირ დასხდნენ გიგი თევზაძე და დავით უსუფაშვილი, რომელიც იმჟამად ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში იყო და მთელი საღამო გვიმტკიცებდნენ იმას, რომ ჯავახიშვილის უნივერსიტეტი არის კორუმპირებული და მოკლედ უარყოფითი ყველანაირი კუთხით. მე მქონდა მაშინ შეკითხვა, რომელიც იქ უპასუხოდ რჩება, რომ ამხელა სივრცეში, 200-მდე უნივერსიტეტი იყო, 20-ზე მეტი სახელმწიფო, რატომ ჯავახიშვილის უნივერსიტეტი? ამ კითხვას პასუხი არ აქვს. იყო ასეთი კითხვები იმავე გადაცემაში, რომ თუ ვიღაცა გვარის პირი არის კორუმპირებული ხომ, დავიჭიროთ, დავსაჯოთ – არ დგას საკითხი, მთავარია რა, რომ დისკრედიტაცია მოეხდინათ უნივერსიტეტისა, სახელი გაეტეხათ უნივერსიტეტისათვის და იწყება რექტორის, პროფესორ-მასწავლებლების, თვითონ დაწესებულების შესახებ აი ასეთი ჭორების გავრცელება. მერე გაირკვა ისიც, რომ ეს მეთოდი იყო მათი, რომ თუ გაუტეხ სახელს, ეს ტერმინიც კი შემოიღეს და მინისტრებიც ხმარობდნენ, „დაჩმორება“ ტერმინს, თუ სახელს გაუტეხ, შეარცხვენ და ა.შ. იოლია ასე გამარჯვება“, – განაცხადა გიორგი გოგოლაშვილმა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები