6 ივნისი, პარასკევი, 2025
6 ივნისი, პარასკევი, 2025

ხონის ციხის ყოფილი პატიმარი: ღმერთის ანაბარა ვიყავით დარჩენილები, ხან ჯვარს ვხატავდით, ხან ლოცვებს ვწერდით. ადგილები არ იყო და ეზოში კარვებს ვაკეთებდით ზეწრებისგან

ყოფილი პატიმარი „ქრონიკას“ ხონის ციხის ისტორიას უყვება. მსჯავრდადებული, რომელმაც სააკაშვილის მთავრობის ერთ-ერთი უმძიმესი საპატიმროს პირობები საკუთარ თავზე გამოცადა, „ქრონიკას“ თავად დაუკავშირდა. მან ეთერში გასვლის შემდეგ ამოიცნო წარწერა, რომელიც ხონის საპყრობილის კედელზე პატიმრობის დროს თავად გააკეთა.

მისი თქმით, ეტაპირების დროს ზოგჯერ მეგის ქარდავა და ბაჩო ახალაია პატიმრებს ფიზიკურად თავადვე უსწორდებოდნენ

„საკნები, ეგ წარწერები, ნახატები, ყველაფერი მოვლილი გვაქვს. ვლოცულობდით, ღმერთის ანაბარა ვიყავით დარჩენილები და ხან ჯვარს ვხატავდით, ხან ლოცვებს ვწერდით. 400-500-კაციანი ზონა იყო და ვიმყოფებოდით 1200-1800 ადამიანი. ადგილები არ იყო და გარეთ ვიყავით ხოლმე, ეზოში. კარვებს ვაკეთებდით ზეწრებისგან და ასე, ჩვენით ვაკეთებდით საცხოვრებელს და გარეთ გვეძინა, იმიტომ, რომ შიგნით ბანაკში საშინელი მდგომარეობა იყო. არ ვეგუებოდით და აქედან გამომდინარე, გვიწევდა ხოლმე კარცერებში ყოფნა, გაძალიანება, რა ვიცი, რტყმა, მერე მივყავდით, ერთად გვსვამდნენ და ეტაპირების დროს ბაჩო ახალაია გვხვდებოდა ეტაპში, ხან ვიღაც სპეცრაზმი, მეგისი. გვირტყამდნენ, ზურგში გვტეხდნენ“, – აღნიშნა ყოფილმა პატიმარმა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები