6 ივნისი, პარასკევი, 2025
6 ივნისი, პარასკევი, 2025

ზურაბ ქადაგიძე ევრობარომეტრის კვლევაზე: სააკაშვილი – ევროპულ საზომად დაგვისახეს, რადიკალიზმი – სამოქალაქო სტანდარტად, ომში გვითრევდნენ, ეკონომიკის განადგურებას გვიქადდნენ, “უკრაინიზაციას” მოგვიწოდებდნენ, სასამართლოს წართმევას ცდილობდნენ ევროპული ღირებულებების სახელით და აჰა, შედეგიც სახეზეა!

სააკაშვილი – ევროპულ საზომად დაგვისახეს, მელია და გვარამია – დემოკრატიის ქვაკუთხედად, რადიკალიზმი – სამოქალაქო სტანდარტად, ომში გვითრევდნენ, ეკონომიკის განადგურებას გვიქადდნენ, “უკრაინიზაციას” მოგვიწოდებდნენ, სასამართლოს წართმევას ცდილობდნენ ევროპული ღირებულებების სახელით და აჰა, შედეგიც სახეზეა! – ასე ეხმიანება “ხალხის ძალის” წევრი ზურაბ ქადაგიძე ევრობარომეტრის კვლევას, რომლის მიხედვითაც, ბოლო ერთ წელში ევროკავშირისადმი ნდობა საქართველოში 17%-ით შემცირდა და 49% შეადგენს.

მისივე თქმით, ყველაზე მეტ ანტიდასავლურ განწყობებს, სწორედ ის დასავლელი აქტორები აღვივებდნენ, ვინც საქართველოს უსამართლოდ, ექცეოდა.

“დიახ, არაერთხელ მითქვამს – ყველაზე მეტ ანტიდასავლურ განწყობებს, ის დასავლელი აქტორები აღვივებდნენ, ვინც საქართველოს უსამართლოდ, ექცეოდა.

რეზოლუციები, განცხადებები, ინტერვიუები, შენიშვნები და ათასი ინსინუაცია აწარმოეს საქართველოს წინააღმდეგ.

სააკაშვილი – ევროპულ საზომად დაგვისახეს, მელია და გვარამია – დემოკრატიის ქვაკუთხედად, რადიკალიზმი – სამოქალაქო სტანდარტად, ომში გვითრევდნენ, ეკონომიკის განადგურებას გვიქადდნენ, “უკრაინიზაციას” მოგვიწოდებდნენ, სასამართლოს წართმევას ცდილობდნენ ევროპული ღირებულებების სახელით და აჰა, შედეგიც სახეზეა!

ასე გააგრძელოს ჰარცელმა, იუკნევიჩიენემ და ევროკავშირს შეფარებულმა პოლიტიკანებმა და 49% მონაგონი იქნება.

ევროკავშირის უმაქნისი ელჩი, ნაც-მოძრაობის პანელურ დისკუსიებში კი არ უნდა იყოს ჩართული, დღე და ღამეს ასწორებდეს, საქართველოსა და ევროკავშირის დაახლოების პროცესში.

მოკლედ, რასაც დათესავ იმას მოიმკიო და სხვას ნურავის დააბრალებთ, თქვენს გაფუჭებულ საქმეს. გააგრძელეთ სააკაშვილისა და კოლექტიური ნაც-მოძრაობის მხარდაჭერა, უარეს განწყობებს მიიღებთ!”- წერს ზურაბ ქადაგიძე.

ავტორი:

ბოლო სიახლეები