4 ივნისი, ოთხშაბათი, 2025
4 ივნისი, ოთხშაბათი, 2025

სოზარ სუბარი სააკაშვილის რეჟიმის დროს ხონში არსებულ პენიტენციურ დაწესებულებაზე: აქ ყოფნა პატიმრებისთვის (ცემის გარეშეც) წამება იყო, მითუმეტეს, ცემის თანხლებით, რომლის შედეგადაც დაავადებულები გამოდიოდნენ და მთელ ცხოვრებას შერყეული ჯანმრთელობით ატარებენ

პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე სოზარ სუბარი, ხონში, კომისიის გასვლით სხდომაზე, მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის დროს ხონში მოქმედ პენიტენციურ დაწესებულებაში არსებულ ვითარებას მედიასთან იხსენებს.

დეპუტატის თქმით, 4 კვადრატული მეტრი ფართობის კარცერი, სადაც 6 ადამიანი რამდენიმე კვირის მანძილზე ჰყავდათ ხოლმე საშინელ პირობებში, ცემის გარეშეც ადამიანის წამებაა. სოზარ სუბარმა აღნიშნა, რომ კარცერში პატიმრებს არ ჰქონდათ არანაირი პირობები, მათ ბეტონზე ეძინათ, რომელზეც ხშირად წყალს უსხამდნენ. დეპუტატმა ხონის პენიტენციურ დაწესებულებაში ტუბერკულოზის კატასტროფული გავრცელების დეტალებიც გაიხსენა.

„კარცერები, რომლებიც ვნახეთ, ფართობით 4 კვადრატულ მეტრს შეადგენს და ამ სივრცეში 6 ადამიანი ჰყავდათ ხოლმე რამდენიმე კვირის მანძილზე. სულ რომ ცემას არ ჰქონოდა ადგილი, ეს კარცერი კი არა, ადამიანის შეგნებული წამებაა. ყოფილი პატიმრები ჩვენს კომისიაზე ჰყვებოდნენ, რომ 1,5 კვადრატულ მეტრ ფართობში არ იყო არც ლეიბი, არც საწოლი – პირდაპირ ბეტონზე ეძინათ, ხშირად წყალს უსხამდნენ ამ ბეტონზეც და იყვნენ ამ სიტუაციაში რამდენიმე კვირის განმავლობაში, თან ყოველდღიურად სცემდნენ. ეს ყველაფერი ცემის გარეშეც წამებაა და მითუმეტეს, ცემის თანხლებით, რომლის შედეგადაც დაავადებულები გამოდიოდნენ ადამიანები და მთელ ცხოვრებას შერყეული ჯანმრთელობით ატარებენ. ასეთი პირობების გამო იყო ამდენი გარდაცვალების შემთხვევა.

ამ ციხეში ტუბერკულოზი კატასტროფულად ვრცელდებოდა, რადგან საკნებში, სადაც ჰაერი არ მოძრაობს, ერთ ტუბერკულოზიანს შეუშვებდნენ ჯანმრთელ ადამიანებთან და შედეგად, რამდენიმე კვირის შემდეგ, ყველა თანამესაკნე დაავადებული იყო,“-განაცხადა სოზარ სუბარმა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები