დავით ქართველიშვილი აშშ-ის ელჩზე: უკანასკნელი დავალებაც “ჩაა-შილა-ფლავეთ” – ბიძინა ივანიშვილი ვერ შემოიტყუეთ ერთუჯრედიანი ცბიერებით გათვლილ თქვენს “წაუგებელ” კომბინაციაში

„აშშ-ს საელჩოს საკონტროლო-გამშვები პუნქტი აშკარად შეძახილის მოლოდინშია: “Даниган! На выход! С вещами!”,“ – წერს სოციალური ქსელით პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი.

ექსპერტის თქმითვე, რობინ დანიგანის ბოლო დროინდელი საქციელები სასოწარკვეთილებით გამოწვეული მავნებლობაა.

„აშშ-ს საელჩოს საკონტროლო-გამშვები პუნქტი აშკარად შეძახილის მოლოდინშია: “Даниган! На выход! С вещами!” მისი არაერთი ბოლო საქციელი სასოწარკვეთილების ნიადაგზე გამოწვეული მავნებლობაა გარდაუვალი ფინალის მოლოდინში.

მსგავსად თავისი ყოფილი დაქალისა და კოლეგის, უკრაინაში აშშ-ს ექს-ელჩისა ბრიჯიტ ბრინკისა იქცევა რობინ დანიგანი, რომელმაც დაიწყო უკვე დონალდ ტრამპის ლანძღვა/გინება. დანიგანს ეს “საპატიო მისია” ჯერ კიდევ წინ აქვს. აგერ მე და აგერ “გირჩი-ოქრუ-მელია” საკანში.
26 მაისს სხვა ელჩებთან ერთად სამთავრობო ზეიმზე არ მოდიხარ – “გასაგებია”. შენი ქვეყნის სენატორს არ მიყვები პრემიერთან შეხვედრაზე – “ჯანდაბას”. ტრამპგარეშე “პრეზიდენტს” ხვდები საელჩოში – “შავი ჭირი ორსავე თავსა თქვენსა”. მაგრამ!
დიპლომატიური არხით მიღებულ და საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აშშ-ს პრეზიდენტის მილოცვის იძულებით გადაცემას რომ მალავთ და ვერც უარყოფთ, ერთადერთ საფიქრალს მიჩენს…

არ გცალიათ. სხვა მნიშვნელოვანი საქმით ხართ დაკავებული – ბარგს ალაგებთ, “с вещами!” ბრძანების მოლოდინში. თანაც, უკანასკნელი დავალებაც “ჩაა-შილა-ფლავეთ”: ბიძინა ივანიშვილი ვერ შემოიტყუეთ ერთუჯრედიანი ცბიერებით გათვლილ თქვენს “წაუგებელ” კომბინაციაში. ასე რომ, დე-ფაქტო “გუდბაი” მისის დანიგან, დე-იურეც წამოგვეწევა აუცილებლად. ქალბატონ კელი დეგნანს ჩვენგან გულითადი “პრივეტები”. ჩმოკი-ჩმოკი,“ – წერს დავით ქართველიშვილი.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

მოსამართლე ევა გოცირიძე: სახელმწიფოს აქვს პოზიტიური ვალდებულება, რომ გამოიძიოს, ადეკვატურად დასაჯოს...

საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლემ, ევა გოცირიძემ, საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე პარტიისა და სახელმწიფოს პასუხისმგებლობის გამიჯვნის, ასევე ინდივიდუალური დანაშაულისა და დაუსჯელობის პრაქტიკის საკითხებზე ისაუბრა. გოცირიძის განმარტებით, პარტია...