4 სექტემბერი, პარასკევი, 2026
4 სექტემბერი, პარასკევი, 2026

“პოლიტიკო“ – ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანას სურს, ევროკომისიამ მკაცრი ზომები მიიღოს უნგრეთის მიმართ, რომელმაც ბუდაპეშტში ლგბტ პრაიდი აკრძალა „პოლიტიკო“ – ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანას სურს, ევროკომისიამ მკაცრი ზომები მიიღოს უნგრეთის მიმართ, რომელმაც ბუდაპეშტში ლგბტ პრაიდი აკრძალა

ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანას სურს, ევროკომისიამ მკაცრი ზომები მიიღოს უნგრეთის მიმართ, რომელმაც ბუდაპეშტში ლგბტ პრაიდი აკრძალა, – ამის შესახებ „პოლიტიკო“ წერს.

ევროკავშირის წევრმა 14-მა ქვეყანამ ერთობლივი წერილი გაუგზავნა ევროკომისიას, სადაც მოუწოდებს ბრიუსელს, დაუყოვნებლივ სრული მასშტაბით გამოიყენოს ყველა არსებული იურიდიული რეგულირების საშუალება, რათა ბუდაპეშტი აიძულოს, უარი თქვას პრაიდის აკრძალვაზე.

„ჩვენ ღრმად შეწუხებული ვართ ამ მოვლენებით“, – ნათქვამია წერილში, რომელსაც ხელს აწერენ ავსტრია, ბელგია, ჩეხეთი, დანია, ესტონეთი, ფინეთი, ირლანდია, ლატვია, ლიეტუვა, ლუქსემბურგი, ნიდერლანდები, პორტუგალია, სლოვენია და შვედეთი.

განცხადებაში ხაზგასმულია, რომ უნგრეთის რიგი კანონები, რომლებიც ბავშვთა დაცვის საბაბით ემუქრება ჯარიმებით ლგბტქ+ ღონისძიებების ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, ეწინააღმდეგება ადამიანის ღირსების, თავისუფლების, თანასწორობისა და ადამიანის უფლებების პატივისცემის ფუნდამენტურ ღირებულებებს, რომლებიც დამკვიდრებულია ევროკავშირში მე-2 მუხლით.

როგორც „პოლიტიკო“ წერს, მოგვიანებით ამ წერილს შეუერთდნენ საფრანგეთი და გერმანიაც, თუმცა რა კონკრეტული ზომებისკენ მოუწოდებენ ბრიუსელს ისინი, უცნობია.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

განათლების კომიტეტის სხდომა — 2026 წლის ბიუჯეტის შესრულების 6 თვის ანგარიში

განათლების სამინისტრომ 2026 წლის პირველ ნახევარში ბიუჯეტის 98.9% აითვისა

📊🎓 განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ 2026 წლის პირველ ნახევარში დაახლოებით 1.336 მილიარდი ლარი აითვისა — ბიუჯეტის შესრულებამ 98.9% შეადგინა.