დონალდ ტრამპი: პრეზიდენტი ზელენსკი ცუდ სამსახურს უწევს თავის ქვეყანას. ყოველი სიტყვა, რაც მისი პირიდან გამოდის, პრობლემებს ქმნის

პრეზიდენტი ზელენსკი ცუდ სამსახურს უწევს თავის ქვეყანას იმით, როგორც ლაპარაკობს. ყოველი სიტყვა, რაც მისი პირიდან გამოდის, პრობლემებს ქმნის, – წერს აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში.

„ეს არ მომწონს და სჯობს, რომ შეწყდეს. ეს ომი არასოდეს დაიწყებოდა, მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი. ეს ზელენსკის, პუტინისა და ბაიდენის ომია და არა ტრამპის – მე მხოლოდ ვცდილობ ჩავაქრო დიდი და საშინელი ხანძრები, რომლებიც დაწყებულია სრული არაკომპეტენტურობითა და სიძულვილით“, – წერს ტრამპი პოსტში, რომელშიც ასევე რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი გააკრიტიკა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

“ქართული ოცნების” ახალგაზრდული ორგანიზაცია: დაჩი ტვილდიანი ჩვენი წევრი არასდროს ყოფილა –...

"ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაცია მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს, Როგორც "რუსთავი 2-ს" ორგანიზაციაში განუცხადეს, დაჩი ტვილდიანი ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრი არასდროს ყოფილა. "უკვე მეორე დღეა, კონკრეტული მედიასაშუალების...