1 ივნისი, კვირა, 2025
1 ივნისი, კვირა, 2025

რა ღონისძიებებია დაგეგმილი 26 მაისს თბილისში

საქართველო დამოუკიდებლობის დღეს ზეიმობს. საზეიმო ღონისძიებები დღეს მთელი ქვეყნის მასშტაბით გაიმართება. ღონისძიების ცენტრალური ნაწილი თავისუფლების მოედანზე წვევამდელების მიერ სამხედრო ფიცის დადების ცერემონია იქნება.

თბილისის გარდა, წვევამდელები ფიცს ქვეყნის მასშტაბით კიდევ ხუთ ისტორიულ ადგილზე დადებენ – კახეთში, შიდა ქართლში, მცხეთა-მთიანეთში, იმერეთში და სამეგრელოში.

თავისუფლების მოედანზე წარმოდგენილი იქნება თავდაცვის ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფი სრული აღჭურვილობით. ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობის მფრინავები სადემონსტრაციო გაფრენას შეასრულებენ. ღონისძიებას გააფორმებს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის სამხედრო-საჩვენებელი ორკესტრი.

თავდაცვის სამინისტრო დამოუკიდებლობის დღეს მოსახლეობისთვის, ტრადიციულად, აწყობს სამხედრო ტექნიკის, შეიარაღებისა და აღჭურვილობის გამოფენებს საქართველოს 21 ქალაქსა და მუნიციპალიტეტში. წარმოდგენილი იქნება ქართული და უცხოური წარმოების ტექნიკა, აღჭურვილობა და საქართველოს თავდაცვის ძალების შეიარაღებაში არსებული სხვადასხვა სამხედრო აღჭურვილობა.

თავისუფლების მოედნის გარდა დედაქალაქში მთავარი შეკრების ადგილი ორბელიანის მოედანია. 12:00 საათიდან მრავალფეროვანი კულტურული, გასართობი და შემეცნებით აქტივობებია დაგეგმილი. მოწყობილი იქნება სცენა, რომელიც სხვადასხვა შემსრულებელს დაეთმობა. თემატური სივრცეები ყველა ასაკის ადამიანზეა გათვლილი, მათ შორის – სპორტის, ღვინის, საგამოფენო, ყვავილების, საბავშვო, კვების და მუსიკალური სივრცეები.

დღის კულმინაცია კი 17:10 საათია, ისტორიული დრო, როცა საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი მიიღეს. დღეს ზუსტად ამ დროს პრეზიდენტის სასახლის ეზოში ეროვნული ჰიმნი აჟღერდება.

ავტორი:

ბოლო სიახლეები