1 ივნისი, კვირა, 2025
1 ივნისი, კვირა, 2025

ვახტანგ გადელია: ჟიული შარტავას გმირული აღსასრული, სამშობლოსთვის თავდადების საუკეთესო მაგალითია

სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია, ჟიული შარტავას დაბადებიდან 80 წლის საიუბილეო თარიღს ეხმიანება, რომელსაც გმირის მშობლიური ქალაქი, სენაკი, კომპლექსური ღონისძიებებით აღნიშნავს: ,,დღეს, საქართველოს ეროვნული გმირის, პოლიტიკური, სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწის, სენაკის ღირსეული შვილის, ჟიული შარტავას 80 წლის იუბილეს აღვნიშნავთ.

ჟიული შარტავა იყო საკუთარი თაობის საუკეთესო წარმომადგენელი. გმირის მიერ განვლილი ცხოვრების გზა, ბრძოლა ქართველთა და აფხაზთა ერთიანობისთვის და ბოლოს – მისი გმირული აღსასრული, სამშობლოსთვის თავდადების საუკეთესო მაგალითია ჩვენთვის და მომავალი თაობებისთვის.
თითოეული სენაკელის სახელით, მინდა პატივისცემა და მოწიწება გამოვხატო ჩვენი ქვეყნის გამორჩეული გმირის წინაშე.

მისი ხსოვნის პატივისცემა გვავალებს, მაქსიმუმი ჩავდოთ ქართველთა და აფხაზთა შორის ნდობის ხიდის აღდგენის, ჩვენი საერთო სამშობლოს გამთლიანებისა და გაძლიერების საქმეში” – წერს სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია

ავტორი:

ბოლო სიახლეები