სამეგრელო DMO საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან და კერძო სექტორთან ერთად მსოფლიოს უდიდეს ტურისტულ გამოფენაში ITB Berlin-ის მონაწილეობს.
„გამოფენის სტუმრები სამეგრელოს სტენდთან რეგიონის ტურისტულ პროდუქტებს ეცნობიან. სამეგრელოს DMO იმ ქალაქებსა და რეგიონებს შორისაა, რომელთაც სურთ მათი ნიშნული აღბეჭდილი იყოს მსოფლიო რუკაზე, როგორც აუცილებელად სანახავი დანიშნულების ადგილი. ITB Berlin 2024-ზე 132 ქვეყნიდან 1300-ზე მეტი ტურისტული კომპანია და ორგანიზაცია მონაწილეობს, გამოფენაზე წარმოდგენილია 1250-ზე მეტი გაყიდვების კომპანია.“ – ნათქვამია სამეგრელო DMO-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში