1 ივნისი, კვირა, 2025
1 ივნისი, კვირა, 2025

ჟიული შარტავას საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით მის მშობლიურ ქალაქ სენაკში ღონისძიებები გაიმართება

საქართველოს ეროვნული გმირის ჟიული შარტავას 80 წლის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით მის მშობლიურ ქალაქ სენაკში ღონისძიებები გაიმართება. სენაკის მერრია ღონისძიებებს 11:30 დან დაიწყებს.

11:30 საათი – თემატური ღონისძიება – ,,ჟიული შარტავა 80″, ეროვნული გმირის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი გამოფენა – ჟიული შარტავას მუზეუმი

13:30 საათი – ჟიული შარტავას და აფხაზეთში გმირულად დაღუპულთა სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი – იოანე ნათლისმცემლის სახელობის საკათედრო ტაძარი

15:00 საათი – საქართველოს ეროვნული გმირის, ჟიული შარტავას ბიუსტის შემკობა; მხატვრული კომპოზიცია – ეროვნული გმირის სახელობის მეორე საჯარო სკოლის მოსწავლეთა მონაწილეობით

16:30 საათი – სპექტაკლი: ,,დაბადების დღე” – ქალაქ რუსთავის სახელმწიფო აკადემიური თეატრალური დასის მონაწილეობით – აკაკი ხორავას სახელობის სახელმწიფო პროფესიული დრამატული თეატრი. სპექტაკლი ჟიული შარტავას ცხოვრებას ასახავს.

ამავე თემაზე:

დღეს ეროვნულ გმირს ჟიული შარტავას 80 წელი შეუსრულდებოდა

ავტორი:

ბოლო სიახლეები