Წალენჯიხაში, ჯგალის თემში, არსებული ხანძარი ლიკვიდირებულია. Ცეცხლის ქრობის პროცესში ჩართული იყო, საგანგებო სიცუაციების მართვის სააგენტოს, მაშველთა რამდენიმე ჯგუფი. Რთული რელიეფის გამო ცეცხლის კერამდე ტექნიკა ვერ ახერხებდა მისვლას, თუმცა ადგილზე, უწყვეტ რეჟიმში მეხანძრე-მაშველების ცოცხალი ძალა მუშაობდა.
Ხანძარი ჯგალის თემში, გუშინ საღამოს საათებში გაჩნდა. Ცეცხლი ძირითადად ეკალ-ბარდებს ეკიდა. Დამწვარია რამდენიმე ჰა ფართობი. Ცეცხლის გამომწვევ სავარაუდო მიზეზად დაუდევრობა სახელდება