ზუგდიდის ამერიკულ კუთხეს აშშ-ს ახალგაზრდული პროგრამების ხელმძღვანელი სარა ქრეიგელი და ამერიკული სივრცეების კოორდინატორი გეგა გაბუნია ეწვივნენ. ინფორმაციას ზუგდიდის ამერიკული კუთხე ავრცელებს.
,,სტუმრები ამერიკული კუთხის მოხალისეებთან და სხვადასხვა პროგრამის მონაწილეებთან ერთად შეხვდნენ ზუგდიდის მერის პირველ მოადგილეს კონსტანყინე კაკავას, მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკების მართვის ცენტრის ხელმძღვანელს ბესიკ არახამიას და ზუგდიდის ამერიკული კუთხის კოორდინატორს – სოფიო კვარაცხელიას.
შეხვედრაზე მოხალისეებმა ისაუბრეს კუთხეში არსებულ პროგრამებსა და აქტივობებზე, გაუზიარეს თავიანთი გამოცდილება მოხალისეობრივ საქმიანობაზე









