1 ივნისი, კვირა, 2025
1 ივნისი, კვირა, 2025

ზუგდიდის მერიამ თებერვალში 515 მოქალაქეს სხვადასხვა სამედიცინო მომსახურება დაუფინანსა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვის კომისიამ, მიმდინარე წლის თებერვლის თვეში, 515 მოქალაქეს სხვადასხვა სამედიცინო მომსახურება დაუფინანსა, რისთვისაც 156 000 ლარამდე გამოიყო. ამის შესახებ ინფორმაციას ზუგდიდის მერია ავრცელებს.

„ძვირადღირებული მედიკამენტი დაუფინანსდა 154 მოქალაქეს. ძვირადღირებული გამოკვლევები 114 -ს. ოპერაცია თანადაუფინანსდა 28 ბენეფიციარს. სარეაბილიტაციო მკურნალობა დაუფინანსდა განვითარების ეტაპების დაყოვნების მქონე 245 და აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე 150 ბენეფიციარს. პალიატიური მზრუნველობის პროგრამით 9 ბენეფიციარი ისარგებლებს. კვლევა (პეტ/კტ) 5 მოქალაქე; 18 წელს ზემოთ რეაბილიტაცია ერთ ბენეფიციარს დაუფინანსდა. იშვიათი დაავადებების (ცელიაკია/ფენილკეტონურია/ მუკოვისციდოზი) მქონე პირთა სპეციალიზირებული საკვების შესაძენი თანხით უზრუნველყოფა 9 ბენეფიციარზე გაიცემა.“ – ნათქვამია ზუგდიდის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ავტორი:

ბოლო სიახლეები