ხობის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში ინფრასტრუქტურული პროექტები აქტიურად ხორციელდება. ამის შესახებ ინფორმაციას ხობის მერია ავრცელებს.
„საჯიჯაოს ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ზენის სასერგიოს უბანში სანიაღვრე არხის რეაბილიტაცია, ხოლო ყულევის ადმინისტრაციულ ერთეულში ნაპირდამცავი ჯებირის მოწყობა მიმდინარეობს.
სარეაბილიტაციო სამუშაოებს ხობის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე რევაზ ზაქარაია და მერის მოადგილე დავით ბერაია გაეცნენ. საჯიჯაოში სარეაბილიტაციო სამუშაოებს ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით მერია აწარმოებს, ხოლო ყულევში პროექტს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს.“ – წერია მერიის მმიერ გვრცელებულ ინფორმაციაში.