Სენაკის საკრებულოში, მერიის შიდა აუდიტის 2022 წლის ანგარიშის განხილვა ხმაურის ფონზე წარიმართა. Პოლიტიკურმა პარტიებმა, Აუდიტის მუშაობა ერთხმად მოიწონეს თუმცა მისი შინაარსი მხარეებისთვის დავის საგანი გახდა.
„ენმ“-მ მოითხოვა იმ სამსახურების ცალკე მოსმენას, რომელთა 2022 წლის საქმიანობაში აუდიტის სამსახურმა ხარვეზები აღმოაჩინა. Ოპოზიცია აცხადებს, რომ აუდიტის დასკვნაში არის ბევრი დარღვევა, რომელიც ეხება კულტურულ ღონისძიებებს, სპორტულ შეჯიბრებებს და ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს. Ოპოზიცია საუბრობს, ბიუჯეტის თანხების არამიზნობრივ ხარჯვაზე და მკაცრ რეაგირებას მოითხოვს.
„აუდიტის დასკვნაზე იმდენი დარღვევაა დაფიქსირებული, ამაზე ლაპარაკი ძალიან დიდ დროს მოითხოვს. მე, გეტყვით რამოდენიმე ფაქტს იმისათვის რომ ცნობილი იყოს სენაკის და არამარტო სენაკის მოსახლეობისათვის რახდება რეალურად სენაკში. კონკრეტულად, მაგალითად ახალგაზრდულმა სამსახურმა 2022 წელს 8 დაგეგმილი ღონისძიებიდან ჩაატარა ერთი. დანარჩენი შვიდი ვერ ჩაატარა გაუგებარი მიზეზის გამო და საერთოდ დღეს ნახეთ მეორე მხარე აუდიტი ვისაც დაწერილი ქონდა ხარვეზი არ მოიყვანეს არცერთი. ასევე აუდიტი წერს რომ ერთმა ფეღბურთელმა 5 ივნისს ერთდროულად ითამაშა ერთსა და იმავე დროს დღის 2 სთ-ზე ფოთსა და წალენჯიხაში. ასევე აუდიტმა ვერ აღმოაჩინა საბუთებში გახარჯულად ნაჩვენები საღებავები, გვარჯილა და ა.შ. ის რაც ხდება ეს არ ხდებოდა ოთხმოცდაათიანებში შავარდნაძის დროს. არის მტაცებლობა ჩვეულებრივი და ადგილობრივი ხელისუფლებამ შექმნა სენაკის მოსახლეობაში შემდეგი რეალობა, ერთი მხარე ძალიან ცოტა ადამიანია დასაქმებული ბიუჯეტის ხარჯზე და ძალიან კარგად და კომფორტულად გრძნობს თავს, რომელთაც არავისი და არაფრის არ ეშინიათ, რასაც უნდა იმას აკეთებს“, – განაცხადა „ენმ“-ს ფრაქციის თავმჯდომარემ ლაშა კუჭავამ.
Თავის მხრივ, აუდიტის სამსახურის დასკვნაში ხარვეზების არსებობაზე საუბრობენ მმართველ გუნდში. Საკრებულოს თავმჯდომარის საბა ოდიშარიას განმარტებით, საკრებულო იმოქმედებს თავისი კომპეტენციის ფარგლებში და რეგლემენტის წესები სრული დაცვით მოხდება სამსახურების მოსმენა. Ამასთან, საბა ოდიშარიას განმარტებით, თვითმმართველობის არჩევნების შემდქეგ, სენაკის საკრებულოში, მიმდინარე პოლიტიკური მოვლენებმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა თანხების კორექტირებაში, რაც ხარვეზებით აუსქახა აუდიტის დასკვნაშიც.
აუდიტის სამსახურის დასკვნით, შესწავლილი იყო სამსახურები, მათი 2022 წელს განხორციელებული საქმიანობა. აუდიტის დასკვნა იყო ამომწურავი, იყო ძალიან დეტალურად გავლილი ყველა ის საკითხი, რომელიც შეიძლება ხარვეზებად დაუდგინათ ამ სამსახურებს. პროცედურულად, ხარვეზების დადგენის შემდგომ, ეგზავნებათ რეკომენდაციები აღნიშნულ სამსახურებს მათი აღმოფხვრისა და გამოსწორებისთვის. იქიდან გამომდინარე, რომ აუდიტის სამსახურმა იმუშავა ძალიან ეფექტურად, მათი საქმიანობა შევაფასეთ დადებითად. ეს იყო ინფორმატიული და მნიშვნელოვანი დასკვნა იყო. აუდიტის დასკვნა და შინაარსი არ არის სადამსჯელო. აუდიტის შინაარსია ის, რომ სამსახურებს დავუდგინოს გარკვეული შენიშვნები თუ ხარვეზები და მათ გაუმჯობესებასა და ეფექტურობის გაზრდაზე იმუშაოს.
Ამასთან, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ 2021 წელს, როდესაც თვითმმართველობის არჩევნები იყო და როდესაც სჭირდებოდა მერიას მუნიციპალიტეტის საკრებულოს მხარდაჭერა თანხების კორექტირებაში, ბიუჯეტის გადანაწილებაში და აშ 2022 წელს, ოქტომბრის თვემდე სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულო არ იყო შედგენილი და ესეც მათ უქმნიდა დამატებით შეფერხებას”,- განმარტა სენაკის საკრებულოს თავმჯდომარემ საბა ოდიშარიამ.
Სიტყვიერი დაპირისპირების გამო, საკრებულოს სხდომაზე, რამდენიმე წუთიანი შესვენება გამოცხადადა, რის შემდეეგ სხდომა რეგლამებტის სრული დაცბით გაგრძელდა.