მამუკა მდინარაძე: დაბადების დღეს ვულოცავ ბიძინა ივანიშვილს, თავის ქვეყანაზე უზომოდ შეყვარებულ ადამიანს

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე ბიძინა ივანიშვილს დაბადების დღეს ულოცავს.

მდინარაძის თქმით, ბიძინა ივანიშვილი უპრეცედენტო მასშტაბის ქველმოქმედი და მეცენატია, რომელიც განსაკუთრებული გონიერებით და სამშობლოს მიმართ თავგანწირვით გამოირჩევა.

„დაბადების დღეს ვულოცავ ბიძინა ივანიშვილს, თავის ქვეყანაზე უზომოდ შეყვარებულ ადამიანს, უპრეცედენტო მასშტაბის ქველმოქმედს და მეცენატს, ძალიან მაგარ ქართველ კაცს, გამორჩეულს განსაკუთრებული გონიერებით, შორსმჭვრეტელობით და თავისი სამშობლოს მიმართ წარმოუდგენელი თავგანწირვით!“ – წერს მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში.

ქართველი ბიზნესმენი და მეცენატი, ბიძინა ივანიშვილი 67 წლის გახდა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

თამარ ჩიბურდანიძე: ის, რაც გუშინ, Euronews-ის ღონისძიებაზე ვიხილეთ იყო შოუ –...

პარტია “ხალხის ძალის” წევრი თამარ ჩიბურდანიძე Euronews- ის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე საქართველოს პრემიერ მინისტრის, ირაკლი კობახიძის ინტერვიუს მედიასთან აფასებს და აღნიშნავს, რომ პრემიერის...