დონალდ ტრამპი: ძალიან კარგი შეხვედრა გვქონდა ჩინეთთან შვეიცარიაში. ბევრი რამ განვიხილეთ, ბევრ რამეზე შევთანხმდით. დიდებულ პროგრესს მივაღწიეთ

შვეიცარიაში ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ჩინეთს შორის სავაჭრო მოლაპარაკებები გაიმართა. ეს პირველი მაღალი დონის შეხვედრაა მხარეებს შორის, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მიერ ჩინეთისთვის ტარიფების დაწესების შემდეგ დაიწყო. შეხვედრას სოციალურ ქსელ Truth Social-ში თავად ტრამპიც გამოეხმაურა და ვაშინგტონსა და პეკინს შორის ურთიერთობების გადატვირთვა დააანონსა.

„ძალიან კარგი შეხვედრა გვქონდა დღეს ჩინეთთან შვეიცარიაში. ბევრი რამ განვიხილეთ, ბევრ რამეზე შევთანხმდით.
მეგობრულ და კონსტრუქციულ გარემოში ტოტალურ გადატვირთვაზე შევთანხმდით. გვინდა ჩინეთისა და აშშ-ის კეთილდღეობისთვის ვნახოთ ამერიკული ბიზნესისთვის გახსნილი ჩინეთი. დიდებულ პროგრესს მივაღწიეთ“, – წერს ტრამპი.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ზაალ ანჯაფარიძე EPC-ის სამიტზე ირაკლი კობახიძის დასწრებაზე: ფოტო სწორედ Euronews...

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-9 სამიტზე პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის მონაწილეობას და გავრველებულ ფოტოს ეხმიანება. როგორც ანჯაფარიძე აღნიშნავს, ფოტოზე, რომელზეც სხვა ქვეყნის...