9 მაისი, პარასკევი, 2025
9 მაისი, პარასკევი, 2025

ანდრიუს კუბილიუსი: ევროკავშირი კიევის სამხედრო მხარდაჭერას გააორმაგებს, თუ ტრამპი პუტინს მშვიდობის მიღწევაში ვერ დაარწმუნებს

თავდაცვის საკითხებში ევროკომისარმა, ანდრიუს კუბილიუსმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ ევროკავშირი უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაორმაგებას გეგმავს.

თავდაცვის საკითხებში ევროკომისარი მიიჩნევს, რომ უკრაინას ევროკავშირმა გაცილებით მეტი იარაღი უნდა მიაწოდოს იმ შემთხვევაში თუ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს ომის დასრულებაში ვერ დაარწმუნებს.

კუბილიუსი მიიჩნევს, რომ ბრიუსელისა და ვაშინგტონის მიერ კიევისთვის მიცემული ათობით მილიარდი დოლარი უკრაინის სამხედრო წარმოებას უნდა მოხმარდეს.

„თუ ტრამპი პუტინს მშვიდობის მიღწევაში ვერ დაარწმუნებს, ჩვენ მშვიდობის სასარგებლოდ მკვეთრი არგუმენტების გამოყენება შეგვიძლია – მკვეთრად გავზარდოთ ჩვენი სამხედრო დახმარება უკრაინისთვის. დღემდე ევროკავშირი და აშშ უკრაინას წელიწადში დაახლოებით 40 მილიარდი ევროს ოდენობის სამხედრო დახმარებას უწევს“, – დაწერა კუბილიუსმა

ავტორი:

ბოლო სიახლეები