სადღესასწაულო ზეიმი ბაგრატის ტაძარში ტრადიცულად ზარების რეკვითა და ჩოხოსნების კურთხევით დაიწყო. მეუფე იოანემ ლოცვა-კურთხევა აღავლინა და ქალაქი დალოცა. ლიტურგიას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ლევან ზალკალიანი, ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით ერემეიშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წევრები ესწრებოდნენ.
დღესვე ხელისუფლების წარმომადგენლებმა სამი ოთარის (ოთარ ქორქია, ოთარ მამფორია, ოთარ სულაბერიძე) ძეგლები შეამკეს. ისინი ქალაქის კოლორიტები იყვნენ.
“ქუთაისქალაქობა 2025“ – სახალხო დღესასწაულის ფარგლებში მთელი დღის განმავლობაში გაიმართება სხვადასხვა აქტივობა (კულტურული, სპორტული, საბავშვო, შემეცნებითი, გასართობი). ასევე დღის მანძილზე გაიმართება ადგილობრივი მეწარმეების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა.
დღესვე დაჯილდოვდებიან საპატიო მოქალაქეები, ასევე ლ. მესხიშვილის სახ. პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში, სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის კონცერტი გაიმართება.
დღის ბოლოს თეთრი ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე დაგეგმილია გალა-კონცერტი თბილისის ბიგ-ბენდის მონაწილეობით.