ნანა საჯაია-რუსული მედიის ცნობით სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო შესაძლოა 9 მაისს, მოსკოვში, „გამარჯვების აღლუმს“ დაესწროს

Fox News-ის ყოფილი რედაქტორი ნანა საჯაია X-ზე რუსულ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ამერიკის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო შესაძლოა 9 მაისს მოსკოვში „გამარჯვების აღლუმს“ დაესწროს.

ინფორმაცია მას შემდეგ გავრცელდა, რაც აშშ-სა და უკრაინას შორის მინერალურ რესურსებზე შეთანხმებას ხელი მოეწერა.

“აშშ-სა და უკრაინას შორის მინერალურ რესურსებზე შეთანხმების ხელმოწერიდან მომდევნო დღეს, რუსული მედია იუწყება, რომ სახელმწიფო მდივანი, რუბიო შესაძლოა 9 მაისს მოსკოვში „გამარჯვების აღლუმს“ დაესწროს”-წერს ნანა საჯაია.

ცნობისთვის, 30 აპრილს, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და უკრაინამ მინერალების შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერეს.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ზაალ ანჯაფარიძე EPC-ის სამიტზე ირაკლი კობახიძის დასწრებაზე: ფოტო სწორედ Euronews...

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-9 სამიტზე პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის მონაწილეობას და გავრველებულ ფოტოს ეხმიანება. როგორც ანჯაფარიძე აღნიშნავს, ფოტოზე, რომელზეც სხვა ქვეყნის...