ქუთაისში ცნობილი ქართველი სპორტსმენის, ბერძნულ-რომაული სტილის მოჭიდავის, მსოფლიოსა და ევროპის არაერთგზის ჩემპიონის თეიმურაზ აფხაზავას 70 წლის იუბილე აღინიშნა.
სახელოვან მოჭიდავეს საიუბილეო თარიღი მიულოცეს იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ლევან ზალკალიანმა, ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ერემეიშვილმა, პარლამენტარმა ზაზა ლომინაძემ, საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ედიშერ მაჩაიძემ და სპორტული საზოგადოების წარმომადგენლებმა.

თეიმურაზ აფხაზავა მე-20 საუკუნის 80- იან წლებში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და ტიტულოვანი ქართველი მოჭიდავე იყო. ის რამდენჯერმე გახდა მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი, არაერთი პრესტიჟული საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული და პრიზიორი.