10 აპრილი, ხუთშაბათი, 2025
10 აპრილი, ხუთშაბათი, 2025

სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი: ჩვენ ავიღეთ მსოფლიოში არსებული აფლატოქსინ M1-ის უმაღლესი სტანდარტი 0, 05, 0,5-ის მაგივრად. ეს არის ყველაზე მკაცრი სტანდარტი, რაც შეიძლება იყოს მსოფლიოში. თუმცა, აშშ-ში, იაპონიაში, ჩინეთში არის 0,5

სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი „დღის ქრონიკაში“ აცხადებს, რომ 2016 წლის შემდეგ, ახალი კანონმდებლობის მიხედვით, საქართველომ აფლატოქსინ M1-ის უმაღლესი სტანდარტი 0,05 აიღო. ზურაბ ჩეკურაშვილი აღნიშნავს, რომ ეს არის ყველაზე მკაცრი სტანდარტი, რაც შეიძლება იყოს მსოფლიოში.

„ჩვენ, 2016 წლამდე გვქონდა ძველი კანონმდებლობა, მაგრამ მას შემდეგ, რაც ჩვენ გავხდით ასოცირების წევრი და DCFTA-ის ხელშეკრულებას მოვაწერეთ ხელი, ავიღეთ მსოფლიოში არსებული აფლატოქსინ M1-ის უმაღლესი სტანდარტი 0,05, 0,5-ის მაგივრად. ეს არის ყველაზე მკაცრი სტანდარტი, რაც შეიძლება იყოს მსოფლიოში.

თუმცა, თან მაქვს კოდექს ალიმენტარიუსის სტანდარტი, რომელიც არის მსოფლიო ჯანმრთელობის დაცვის ორგანიზაციის, სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის ინსტიტუტი, სადაც მუშაობენ მსოფლიოს წამყვანი მეცნიერები და ექსპერტები, აქ არის ზღვრულად დასაშვები დღეს მოქმედი სტანდარტი მთელ მსოფლიოში 0,5, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ქვეყნებს არ აქვთ შესაძლებლობა, რომ ეს ზღვარი კიდევ უფრო დასწიონ, როგორც ეს არის ევროკავშირის ქვეყნებში. ევროკავშირის ქვეყნებში ეს ზღვარი უფრო დაბალია. თუმცა, ისეთი ქვეყნები, როგორიც არის აშშ, იაპონია, სამხრეთ კორეა, ბრაზილია, ჩინეთი, იქ 0,5-ია, რაც ჩვენ გვქონდა 2016 წლამდე“, – აღნიშნა ჩეკურაშვილმა.

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ „სოფლის ნობათის“ რძის ნიმუშებში გამოვლინდა აფლატოქსინი და მოუწოდა მომხმარებლებს, არ გამოიყენონ აღნიშნული რძე. სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, „სოფლის ნობათის“ იმპორტირებული რძის ხუთი ნიმუშის ბაზრიდან ამოღება და დალუქვა დაიწყო.

ავტორი:

ბოლო სიახლეები