7 აპრილი, ორშაბათი, 2025
7 აპრილი, ორშაბათი, 2025

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

4 აპრილს ქუთაისში იწვიმებს, დღისით +21 და ღამით +10 გრადუსია მოსალოდნელი.

მზიან ამინდს ელოდებიან ოზურგეთში, დღისით +20 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +9. ბათუმშიც მზიანი ამინდი იქნება, დღისით ჰაერი +18 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +9 გრადუსი დაფიქსირდება.

მზიანი ამინდია ფოთშიც. დღისით +19 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +11 გრადუსია მოსალოდნელი.

იწვიმებს ზუგდიდში, დღისით ტემპერატურა +20, ღამით კი +10 გრადუსია ნავარაუდევი.

წვიმიანი დღეა დღეა სოხუმშიც. +16 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით +9 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაშიც მზიანი დღე იქნება. დღისით +11 გრადუსი იქნება, ღამით კი +2 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურშიც იწვიმებს, ჰაერი +14 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება.

ნალექიანი ამინდია ჭიათურაშიც, დღისით +20 გრადუსი, ღამით კი +9 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეში დღისით ჰაერი +18 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა +5 გრადუსი იქნება.

ბორჯომშიც იწვიმებს, +17 იქნება დღისით, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება. ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი ბაკურიანშიც, დღისით +13 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით 1 გრადუსი დაფიქსირდება.

ნალექს ელოდებიან გორშიც, დღისით +18 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი +8 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმა იქნება ცხინვალშიც, ჰაერის ტემპერატურა +19 გრადუსი იქნება, ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება.

გუდაურშიც მზიანი ამინდი იქნება, დღის განმავლობაში +4 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა 1 გრადუსი იქნება. ომალოშიც უნალექო ამინდი იქნება, დღისით +8, ღამით კი 2 გრადუსი დაფიქსირდება.

ლაგოდეხშიც ნალექს ელოდებიან. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +20 გრადუსი იქნება, ღამით კი 10 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმიანი დღე იქნება თელავშიც, +19 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +9 გრადუსია ნავარაუდევი.

წვიმას ვარაუდობენ გურჯაანშიც. დღისით +21 გრადუსი, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღშიც წვიმაა მოსალოდნელი, დღისით +20 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +9 გრადუსი დაფიქსირდება.

რუსთავშიც წვიმიანი დღეა, დღისით +21 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +9 გრადუსი დაფიქსირდება.

თბილისშიც წვიმას ვარაუდობენ. ჰაერის ტემპერატურა დღისით +21 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +9 გრადუსი იქნება.

ავტორი:

ბოლო სიახლეები