26 მარტი, ოთხშაბათი, 2025
26 მარტი, ოთხშაბათი, 2025

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღესთან დაკავშირებით სიონის საპატრიარქო ტაძარში საზეიმო პარაკლისს დაესწრო

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან ერთად, სიონის საპატრიარქო ტაძარში საზეიმო პარაკლისს დაესწრო.

პრეზიდენტმა საპატრიარქოს წარმომადგენლებსა და დამსწრე საზოგადოებას ავტოკეფალიის აღდგენის დღე მიულოცა და მათ მშვიდობა და სულიერი სიმტკიცე უსურვა.

პარაკლისი საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ აღავლინა.

პარაკლისის დასრულების შემდეგ, მეუფე შიომ მრევლს ქადაგებით მიმართა და ეკლესიისა და სახელმწიფოს დამოუკიდებლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები