ლომჯარია, გეგუჩაძე და სხვა რადიკალები მადლობას უხდიან გერმანიის საგარეო უწყებას ქართველი ოფიციალური პირებისთვის ქვეყანაში შესვლაზე დამატებითი აკრძალვების შემოღებასთან დაკავშირებით

გერმანიის საგარეო უწყებამ გუშინ, სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ გერმანიამ დამატებითი აკრძალვები შემოიღო იმ ქართველი ოფიციალური პირების ქვეყანაში შესვლაზე, რომლებიც პასუხისმგებლები არიან დარბევებზე.

აღნიშნულ პოსტს ქართველი რადიკალების მხრიდან სამადლობელი კომენტარები მოჰყვა.

მარიამ გეგუჩაძე, ნინო ლომჯარია, მარიკა მიქიაშვილი და სხვები მადლობას უხდიან უწყებას მხარდაჭერისთვის და ამასთან, იმედს გამოთქვამენ, რომ სიაში ქვეყნის პრემიერი, ირაკლი კობახიძე და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი იქნებიან.

ასევე კომენტარებში წერენ, რომ ქვეყანაში შესვლის აკრძალვები კარგია, მაგრამ არა საკმარისი და რომ ფინანსური სანქციები ყველაზე ეფექტური გზაა ხელისუფლების დასამხობად.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ხუთი პოლიტიკური პარტიისა და გაერთიანების აკრძალვის შესახებ სარჩელთან დაკავშირებით, საკონსტიტუციო სასამართლოს...

საკონსტიტუციო სასამართლო დღეს ხუთი პოლიტიკური პარტიისა და გაერთიანების აკრძალვის შესახებ სარჩელს იხილავს. სხდომას მოსამართლე რევაზ ნადარაია ხელმძღვანელობს. სხდომები 21, 22 და 23 ოქტომბერს გაიმართება. საქართველოს პარლამენტის...