26 მარტი, ოთხშაბათი, 2025
26 მარტი, ოთხშაბათი, 2025

პიტერ სიიარტო: საქართველო ევროკავშირის მიერ ორმაგი სტანდარტების გამოყენების ნათელი მაგალითია – ჩვენ ამას არ დავუშვებთ

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ Facebook-ის საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ საქართველო ევროკავშირის მიერ ორმაგი სტანდარტების გამოყენების ნათელ მაგალითს წარმოადგენს.

„საქართველო არის ნათელი მაგალითი იმისა, თუ როგორ იყენებს ევროკავშირი ორმაგ სტანდარტებს. იმის გამო, რომ ქვეყანაში პატრიოტული, კონსერვატიული, მშვიდობისმოყვარე მთავრობაა, ევროკავშირი მას ყველანაირად ავიწროებს“, – დაწერა სიიარტომ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, მაკა ბოჭორიშვილთან ბუდაპეშტში გამართული შეხვედრის შემდეგ.

მისი თქმით, აშშ-ის ახალი პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ბრიუსელის პოლიტიკური ელიტა სასოწარკვეთაში ჩააგდო, რის გამოც ის უკანასკნელი ძალებით ევროპაში არსებულ პატრიოტულ ძალებს ცუდ მდგომარეობაში ამყოფებს.

„ჩვენ ამას არ დავუშვებთ, ჩვენ ეროვნულ ინტერესებს დავიცავთ: ჩვენ გვსურს მშვიდობა, ჩვენ არალეგალ მიგრანტებს არ შევუშვებთ და საკუთარ ბავშვებს დავიცავთ“, – დასძინა მან.

ავტორი:

ბოლო სიახლეები