ევროპის რიგმა ქვეყნებმა საკუთარი ტრანსგენდერი მოქალაქეებისთვის, რომლებსაც აშშ-ში მოგზაურობა სურთ, რეკომენდაციები შეცვალეს. ინფორმაციას Axios-ი ავრცელებს.
ასე, მაგალითად, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე აღნიშნულია, რომ მოქალაქეებმა, რომლებსაც აშშ-ში გამგზავრება სურთ, ამერიკული ვიზის მისაღებად განაცხადის შევსებისას უნდა მიუთითონ ან მამრობითი, ან მდედრობითი სქესი. სქესის სხვა აღმნიშვნელი არ არსებობს.
გერმანიის ხელისუფლება საკუთარ მოქალაქეებს, რომლებსაც სქესი აქვთ შეცვლილი, აშშ-ში გამგზავრებამდე და საბუთების შევსებამდე მოუწოდებს კონსულტაცია გაიარონ ამერიკის შესაბამის დიპლომატიურ სამსახურთან.
ანალოგიურ მიდგომას მიმართეს დანიისა და ფინეთის მთავრობებმა.






![სტუდენტი „ტვ პირველს“ საკონსტიტუციო სასამართლოში მისვლაზე: რა ეჭვებში ხართ, რა თქმა უნდა [ქართული ოცნების დავალებით] არ ვართ მოსული](https://mkhare.ge/wp-content/uploads/2026/10/cce4171e17ba2718-100x70.png)


