18 მარტი, სამშაბათი, 2025
18 მარტი, სამშაბათი, 2025

Bloomberg: ერდოღანი ტრამპთან შეხვედრას აპრილში აპირებს

თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი აპრილში აშშ-ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან ჩასვლას და მასთან შეხვედრას გეგმავს. ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, ერდოღანს რეგიონული სტაბილურობისთვის ამერიკისა და თურქეთის კავშირების გაღრმავება სურს განსაკუთრებით იმ ფონზე, რომ ოფიციალურ ანკარას უკრაინისა და სირიის კონფლიქტებში მედიატორის როლის შესრულება სურს.

აშშ სირიაში ტერორისტულ ორგანიზაციას „ისლამურ სახელმწიფოს“ ებრძვის და ამ ბრძოლაში მის საყრდენს ქურთული გასამხედროებული დაჯგუფებები წარმოადგენენ, მაშინ, როცა თურქეთი მათ მტრად აღიქვამს. ოფიციალურმა ანკარამ ამერიკის ასეთი პოზიცია გააკრიტიკა და მას ნატოს მოკავშირის მხრიდან ღალატი უწოდა, – დასძენს Bloomberg-ი.

თურქეთსა და აშშ-ის შორის უთანხმოება მას შემდეგ დაიწყო, რაც 2019 წელს ანკარამ რუსეთისგან S-400 ტიპის ჰაერსაწინააღმდეგო სისტემები იყიდა. ამის საპასუხოდ ვაშინგტონმა თურქეთის წინააღმდეგ სანქციები შემოიღო და უახლესი F-35 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავების გადაცემის პროგრამა შეაჩერა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები