The New York Times: აშშ საერთაშორისო საგამოძიებო ჯგუფს, რომელიც რუსეთის შეჭრას უკრაინაში იძიებდა, ტოვებს

აშშ-ის ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება დატოვოს საერთაშორისო საგამოძიებო ჯგუფი, რომელიც რუსეთის უკრაინაში შეჭრის საკითხს იძიებს. ინფორმაციას The New York Times-ი საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ინფორმაციის თანახმად, ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ევროპელ კოლეგებს გადაწყვეტილება უკვე აცნობეს. ვაშინგტონი საკუთარ გადაწყვეტილებას დღეს ოფიციალურად გამოაცხადებს.

როგორც სტატიაშია აღნიშნული, აშშ აღნიშნულ ჯგუფს 2023 წლის ნოემბერში ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის დროს შეუერთდა. ამერიკის მოქმედი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია, თავის მხრივ, საკუთარ გადაწყვეტილებას სახელმწიფო ხარჯების გადანაწილებით ხსნის.

გარდა ამისა, აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტი უკრაინასთან რუსეთის მოქმედებების გამოძიების ფარგლებში თანამშრომლობას ამცირებს.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

სუსი: 2024 წლის 16 სექტემბერს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევის მიმდებარედ უკანონოდ...

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, 2024 წლის 16 სექტემბერს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად...