საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების „რაგბი ევროპის“ ჩემპიონობას საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე და პარტიის აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში ეხმიანება.
„გილოცავთ! საქართველოს ეროვნული ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონია!“ – აღნიშნულია მამუკა მდინარაძის მიერ გამოქვეყნებულ ქარდზე.
საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები ზედიზედ მერვედ „რაგბი ევროპის“ ჩემპიონია.