დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ გენერალი კიტ კელოგი უკრაინის სპეციალურ წარმომადგენლად დაინიშნა და იმუშავებს უშუალოდ პრეზიდენტ ზელენსკისა და უკრაინის ხელმძღვანელობასთან

გენერალი კიტ კელოგი უკრაინის სპეციალურ წარმომადგენლად დაინიშნა. აღნიშნულის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.

ტრამპის თქმით, გენერალი კელოგი უშუალოდ იმუშავებს პრეზიდენტ ზელენსკისთან და უკრაინის ხელმძღვანელობასთან.

„მოხარული ვარ გაცნობოთ, რომ გენერალი კიტ კელოგი უკრაინის სპეციალურ წარმომადგენლად დაინიშნა. გენერალი კელოგი, მაღალი რეპუტაციის მქონე სამხედრო ექსპერტი, უშუალოდ ითანამშრომლებს პრეზიდენტ ზელენსკისთან და უკრაინის ხელმძღვანელობასთან. ის კარგად იცნობს მათ და მათ შორის ძალიან კარგი სამუშაო ურთიერთობა არსებობს“, – აღნიშნავს ტრამპი.

ცნობისთვის, მანამდე, გენერალი კიტ კელოგი რუსეთისა და უკრაინის საკითხებში აშშ-ის სპეციალური წარმომადგენლის პოზიციას იკავებდა. გუშინ ამერიკულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ „რუსეთმა უკრაინასთან სიახლოვის გამო აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის, კიტ კელოგის მოლაპარაკებებიდან გარიცხვა მოითხოვა“. ამასთან, კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა არ დაადასტურა, რომ რუსეთისა და უკრაინის საკითხებში აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელი კიტ კელოგი, კრემლის თხოვნით, მოლაპარაკებებიდან ჩახსნეს.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

სუსი: 2024 წლის 16 სექტემბერს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევის მიმდებარედ უკანონოდ...

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, 2024 წლის 16 სექტემბერს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად...