დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი მიიჩნევს, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ დონალდ ტრამპის წინადადების იგნორირება აჩვენებს, რომ ვლადიმერ პუტინი არ არის სერიოზულად განწყობილი სამშვიდობო შეთანხმებისთვის.
მოსაზრება სტარმერმა მოკავშირეებთან ონლაინ შეხვედრისას დააფიქსირა და ისიც აღნიშნა, რომ რუსეთის მიერ თანხმობის შემთხვევაში ცეცხლის შეწყვეტის მონიტორინგი უნდა მოხდეს.
„ჩვენ არ შეგვიძლია ნება დავრთოთ პრეზიდენტ პუტინს ითამაშოს პრეზიდენტ ტრამპის შეთანხმებით. კრემლის მიერ პრეზიდენტ ტრამპის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ წინადადების სრული იგნორირება მხოლოდ აჩვენებს, რომ პუტინი არ არის სერიოზულად განწყობილი სამშვიდობო შეთანხმებისთვის. თუ რუსეთი ბოლოს და ბოლოს დაჯდება მოლაპარაკების მაგიდასთან, მაშინ ჩვენ მზად უნდა ვიყოთ ვაწარმოოთ ცეცხლის შეწყვეტის მონიტორინგი, რათა გარანტირებული იყოს, რომ ეს სერიოზული და მყარი მშვიდობაა, ხოლო თუ ეს არ მოხდება, მაშინ ჩვენ უნდა მოვიკრიბოთ ძალა, რომ გავაძლიეროთ ეკონომიკური ზეწოლა რუსეთზე, რათა დავასრულოთ ეს ომი“, – განაცხადა სტარმერმა.