14 მარტი, პარასკევი, 2025
14 მარტი, პარასკევი, 2025

Reuters: აშშ-მა რუსულ ბანკებთან ოპერაციების დროებითი დაშვება გააუქმა

აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტმა ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ შემოღებული ენერგეტიკის სფეროში რუსულ ბანკებთან ოპერაციების დროებითი დაშვება გააუქმა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, საუბარია 8L ტიპის გენერალურ ლიცენზიაზე, რომელიც რუსეთის 12 სანქცირებულ ბანკს უფლებას აძლევდა ენერგეტიკასთან დაკავშირებული ოპერაციები განეხორციელებინა.

ლიცენზიაში საუბარი იყო იმაზე, რომ დროებითი დაშვება ეხებოდა ოპერაციებს, რომელიც დაკავშირებული იყო ბუნებრივი აირის, ნავთობისა და ნავთობპროდუქტების, ქვანახშირის, ურანისა და სხვა წიაღისეულის შეძენას.

რუსული ბანკებისთვის გამონაკლისი 2022 წლიდან მოქმედებდა. მას ბაიდენის ადმინისტრაცია პერიოდულად ახანგრძლივებდა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები