კახა კალაძე ანტინარკოტიკულ რეფორმაზე: ცვლილების განხორციელება, ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია, ნარკოდამოკიდებულთა დახმარება პრინციპულად მნიშვნელოვანია

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ნარკოპოლიტიკაში გარკვეული ცვლილების განხორციელება, ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია და ნარკოდამოკიდებული ადამიანების დახმარება პრინციპულად მნიშვნელოვანია, რათა რაც შეიძლება მეტი ადამიანი ცხოვრობდეს ჯანსაღი ცხოვრებით.

ამასთან დაკავშირებით მერმა ჟურნალისტებთან ხელისუფლების მიერ დაანონსებული ანტინარკოტიკული რეფორმის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ ისაუბრა.

„ეს ერთ-ერთი სერიოზული გამოწვევაა, არა მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში, არამედ მთელ მსოფლიოში. ჩვენ, რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ხალხი და ახალგაზრდები გვაღელვებს. შესაბამისად, გარკვეული ცვლილების განხორციელება, ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია, ნარკოდამოკიდებული ადამიანების დახმარება და მხარდაჭერა პრინციპულად მნიშვნელოვანია, რათა რაც შეიძლება მეტი ადამიანი ცხოვრობდეს ჯანსაღი ცხოვრებით“, – განაცხადა კახა კალაძემ.

რაც შეეხება კითხვას, თუ რატომ გახდა აუცილებელი ამ ეტაპზე აღნიშნული ცვლილებების განხორციელება, მერი პასუხობს: „ჩვენ მთელი რიგი საკანონმდებლო ცვლილებები დავაანონსეთ და მათ შორის არის აღნიშნული მიმართულება. სადაც ვხედავთ გარკვეულ პრობლემებს, გამოწვევებს, გვინდა, რომ ის მიმართულებაც იყოს მოწესრიგებული და აღმოფხვრილი ის პრობლემები, რომელსაც ვაწყდებით ყოველდღიურობაში“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

გიორგი ვოლსკი: ჩვენ პოლიტიკურ პარტიებს ვეღარ ვხედავთ, ეს არის რევოლუციური, შეთქმულთა...

გარე ჩარევის არაერთი მაგალითი ვიხილეთ, არაერთი განცხადება, რომელსაც შინაარსი არ გააჩნია. მათი განცხადებები მშრალია და მაგიდაზე მუშტის ბრახუნს ჰგავს - გვიბრძანებენ, რომ არ გავაკეთოთ...

სუსი: 2024 წლის 16 სექტემბერს...