ედიშერ გვენეტაძე: ძალიან დიდი საქმის კეთება დაიწყო ხელისუფლებამ. აუცილებელია უმკაცრესი სასჯელი დაწესდეს, თუნდაც მინიმალური ოდენობის ნარკოტიკების რეალიზატორებზე

ძალიან დიდი საქმის კეთება დაიწყო ხელისუფლებამ. აუცილებელია უმკაცრესი სასჯელი დაწესდეს, თუნდაც მინიმალური ოდენობის ნარკოტიკების რეალიზატორებზე,- ასე ეხმიანება ექსპერტი, ედიშერ გვენეტაძე, საპარლამენტო უმრავლესობის მიერ დაანონსებულ ანტინარკოტიკულ რეფორმას, რომლის თანახმადაც, ნარკორეალიზატორებისთვის, არა თუ, განსაკუთრებით ან დიდი ოდენობის ნარკოტიკის, არამედ, მცირე ოდენობით ნარკოტიკის გაყიდვისთვისაც კი სასჯელი 12-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა იქნება.

გვენეტაძის განცხადებით, ნარკორეალიზატორები არანაკლები და ხშირად მეტად არიან ქვეყნის მტრები და გამანადგურებლები, ვიდრე “დიფ სთეითის” მიერ მართული მეხუთე კოლონა, ანუ იგივე კოლექტიური ნაცმოძრაობა.

„ ძალიან დიდი საქმის კეთება დაიწყო ხელისუფლებამ.
აუცილებელია უმკაცრესი სასჯელი დაწესდეს, თუნდაც მინიმალური ოდენობის ნარკოტიკების რეალიზატორებზე.
ეს ადამიანები უფრო სწორად არაადამიანები, საკუთარი კეთილდღეობის და გამდიდრების სანაცვლოდ სპობენ ერის მომავალს.
ეს სუბიექტები არანაკლები და ხშირად მეტად არიან ქვეყნის მტრები და გამანადგურებლები, ვიდრე “დიფ სთეითის” მიერ მართული აქაური მეხუთე კოლონა ანუ იგივე კოლექტიური ნაცმოძრაობა,“- წერს ედიშერ გვენეტაძე Facebook-ზე.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

გიორგი ვოლსკი: ჩვენ პოლიტიკურ პარტიებს ვეღარ ვხედავთ, ეს არის რევოლუციური, შეთქმულთა...

გარე ჩარევის არაერთი მაგალითი ვიხილეთ, არაერთი განცხადება, რომელსაც შინაარსი არ გააჩნია. მათი განცხადებები მშრალია და მაგიდაზე მუშტის ბრახუნს ჰგავს - გვიბრძანებენ, რომ არ გავაკეთოთ...

სუსი: 2024 წლის 16 სექტემბერს...