ილია მეორე: დიდად ვწუხვართ ბატონი ნუგზარის გარდაცვალების გამო. ბაგრატიონთა დიდებული გვარის გამორჩეული წარმომადგენელი დღეს განსასვენებელს სვეტიცხოვლის დედა ეკლესიაში ჰპოვებს

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ნუგზარ ბაგრატიონის გარდაცვალების გამო სამძიმარს გამოთქვამს.

„დიდად ვწუხვართ ბატონი ნუგზარის გარდაცვალების გამო. ბაგრატიონთა დიდებული გვარის გამორჩეული წარმომადგენელი დღეს განსასვენებელს სვეტიცხოვლის დედა ეკლესიაში ჰპოვებს.

ვემშვიდობებით განსაკუთრებულ პიროვნებას, წარმომავლობის გამო საუკუნეთა სიღრმიდან უხილავად თითოეულ ჩვენგანთან დაკავშირებულს… და შევთხოვთ უფალს, სავანესა მართალთასა დააწესოს მისი უკვდავი სული, ხოლო ოჯახის წევრებს, ახლობლებსა და გულშემატკივართ მომადლოს მშვიდობა და ლოცვის ძალა, რადგან ლოცვითი შეწევნა ყველასათვის და, პირველ რიგში, იმქვეყნად ახლად დამკვიდრებულთათვის, ფრიად საჭიროა და მნიშვნელოვანი.

ღმერთმა დაგლოცოთ“, – აღნიშნულია საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მიერ გავრცელებულ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სამძიმრის ტექსტში.

რეჟისორი და მსახიობი ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკი 1 მარტს გარდაიცვალა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

მაკა ბოჭორიშვილი: თურქმენეთის, ტაჯიკეთის, უზბეკეთის, ყაზახეთისა და ყირგიზეთის საგარეო საქმეთა მინისტრებთან...

დღეს ბათუმში ვმასპინძლობთ ცენტრალური აზიის ხუთი ქვეყნის – თურქმენეთის, ტაჯიკეთის, უზბეკეთის, ყაზახეთისა და ყირგიზეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს. მოხარული ვარ, რომ ამ ფორმატში პირველი შეხვედრა...