„ჯერ კიდევ 2025 წლის 28 თებერვლამდე მიმდინარეწელიწადი, შეიძლება, არაოფიციალურად, „უკრაინისომის დასრულების წელიწადად“ გამოეცხადებინათ“, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი წერს.
მისი თქმით, საქართველომ თავის დროზე უკრაინული შეცდომების დიდი ნაწილი გაიმეორა, მაგრამ საბოლოო კატასტროფამდე ორ ნაბიჯში, მას ეყო ძალა და ეროვნული თვითშეგნება, „გლობალური ომის პარტიისთვის“ ნამდვილი „დიდგორი“ გაემართა.
„თუკი რამე მნიშვნელოვანი ხდება მსოფლიოში, ამმოლოდინთან არის დაკავშირებული. მათ შორის,სამყაროს ახალი გეოპოლიტიკური თუგეოეკონომიკური გადანაწილება, რასაც ხშირად„იალტა 2.0-ად“ მოიხსენიებენ. მაგრამ, თეთრ სახლშიტრამპისა და ზელენსკის სკანდალური შეხვედრისშემდეგ, რომელიც ოვალური კაბინეტიდან უკრაინისპრეზიდენტის დე-ფაქტო გაძევებით დასრულდა, ომისსწრაფად დასრულების შანსი უკვე ბუნდოვანია. გარდა ამისა, ამ კვირაში უკრაინაში მიმდინარე„რუსეთ-დასავლეთის“ სამხედრო დაპირისპირებასსამი წელი შეუსრულდა. გამორიცხულია ნორმალურიადამიანის წოდებაზე გქონდეს პრეტენზია დაუკრაინის ტრაგედიას „პოპკორნით“ ხელში რაღაცკომპიუტერული თამაშის პრიზმაში განიხილავდე. ამსახელმწიფოს მის საერთაშორისო აღიარებულსაზღვრებში ჯერ კიდევ ჰქონდა გადარჩენის დაგანვითარების პერსპექტივა. თუმცა, „გლობალურიომის პარტიას“ ამაზე საკუთარი შეხედულებებიჰქონდა. როგორც კი ამ გლობალური მონსტრისნებაყოფლობით მძევლობაში ჩავარდა უკრაინა, მისიმომავალი ბედი განწირული იყო. ახლა იმაზემსჯელობას, რა უნდა გაეკეთებინა ქვეყანას, თუ რა არუნდა გაეკეთებინა, შესაძლოა არანაირი აზრი არაქვს. თუმცა მათთვის, ვისაც ჯერ კიდევ იზიდავსუკრაინის გამოცდილება, ნატრობს მის ბედს დამიისწრაფვის საკუთარი ქვეყანაც ასეთ„არმაგედონად“ აქციოს, მაინც შევახსენოთ ამ„ხელიდან გაშვებული შესაძლებლობების“ შესახებ.
უკრაინის გადარჩენის გასაღები დღევანდელიგადასახედიდან თითქოს მარტივ ჭეშმარიტებებზეიყო დაფუძნებული: ნეიტრალიტეტსა და ძალთაბალანსზე.
ამისათვის საჭირო იყო ანტირუსული რიტორიკისთავიდან აცილება: რუსეთთან სრულიკონფრონტაციის ნაცვლად, უკრაინას შეეძლოდაეკავებინა ნეიტრალური სახელმწიფოს პოზიცია, ფინეთის ან ავსტრიის მსგავსად, „ცივი ომის“ დროს.
ნეიტრალიტეტის გარანტიების კონსტიტუციაშიდაფიქსირება: NATO-ში გაწევრიანების კურსისკონსტიტუციაში ჩაწერის ნაცვლად, უმჯობესი იყონეიტრალური სტატუსის შენარჩუნება, რაც მოსკოვთანდაპირისპირების მთავარ მიზეზს გააქრობდა.
„მრავალვექტორული“ პოლიტიკა: უკრაინას შეეძლოდაეცვა ბალანსი ევროკავშირს, აშშ-სა და რუსეთსშორის, ყველა მხრიდან სარგებლის მიღებით, მაგრამკონფლიქტში ჩარევის გარეშე.
ყირიმისა და დონბასის ავტონომია: ყირიმის, როგორც განსაკუთრებული ეკონომიკური ზონის, განმტკიცება – ყირიმში პრორუსული განწყობებისიგნორირების ნაცვლად, უმჯობესი იყო მიეცა მისთვისფართო ავტონომია, მათ შორის, რუსული ენისოფიციალური სტატუსი, თავისუფალი ვაჭრობა დასაგადასახადო შეღავათები.
მინსკის შეთანხმებების შესრულება დაფედერალიზაცია: კიევს შეეძლო დონბასიინტეგრირებული დაეტოვებინა ქვეყნისშემადგენლობაში ფართო ავტონომიის სტატუსით, ბოსნიისა და ჰონკონგის მოდელების მსგავსად.
ეკონომიკური დამოუკიდებლობა – სტრატეგიულირესურსების გაყიდვის აკრძალვა: 2014 წლიდანუკრაინამ დაიწყო სასოფლო-სამეურნეო მიწებისა დასასარგებლო წიაღისეულის ფართომასშტაბიანიპრივატიზაცია. ალტერნატიული კურსი იქნებოდაუცხოური კომპანიებისთვის ამ აქტივებზე წვდომისშეზღუდვა.
პრაგმატული ეკონომიკა: რუსეთთან ვაჭრობისსრული გაწყვეტის ნაცვლად, უმჯობესი იქნებოდათანამშრომლობის გაგრძელება, განსაკუთრებითმრეწველობაში, მეტალურგიასა და სოფლისმეურნეობაში.
შიდა ბაზრის განვითარება: აქცენტის გამახვილებაადგილობრივი წარმოებისა და ექსპორტისდივერსიფიცირებაზე ეკონომიკურად განვითარებულქვეყნებში (ჩინეთი, თურქეთი, ახლო აღმოსავლეთი).
შიდა სტაბილურობა – ეროვნული შერიგებისპოლიტიკა: 2014 წლის შემდეგ „დე-სოვეტიზაციის“, „დე-კომუნიზაციისა“ და რუსული ენის აკრძალვისნაცვლად, უნდა განხორციელებულიყო ეროვნულიშერიგების პროგრამა, სამხრეთ-აღმოსავლეთისინტერესების გათვალისწინებით.
ხელისუფლების ძალადობრივი ცვლილებებისთავიდან აცილება: კონსერვატიული მიდგომაგულისხმობდა, რომ 2014 წლის მაიდანის ნაცვლად, უკრაინას უნდა დაეცადა მომდევნო არჩევნებამდე, რათა შეენარჩუნებინა კანონიერება.
რა წავიდა არასწორად და რატომ?
დასავლეთზე გადაჭარბებული ფოკუსირება: უკრაინამთლიანად გადაეწყო აშშ-სა და ევროკავშირზე, რაცმას რუსეთის მიმართ გავლენის ბერკეტებსართმევდა;
რადიკალური ნაციონალისტური პოლიტიკა: ენისკანონი, რუსული მედიის აკრძალვა და სხვა ნაბიჯებიხელს უწყობდა შიდა დაპირისპირებას;
მინსკის შეთანხმებების უგულებელყოფა: კომპრომისების ძიების ნაცვლად, უკრაინამგადაწყვიტა დაელოდოს დასავლეთის სამხედრომხარდაჭერას;
ეკონომიკური დამოკიდებულება აშშ-ზე: უკრაინამდაუშვა სასოფლო-სამეურნეო მიწებისა და ბუნებრივირესურსების უცხოურ კომპანიებზე გადაცემა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, უკრაინას თავისუფლად შეეძლო თავიდანაეცილებინა ტერიტორიული დანაკარგები, თუაირჩევდა პრაგმატულ პოლიტიკას, ეროვნულერთობასა და ნეიტრალიტეტს. თუმცა, 2014 წლისშემდეგ კიევმა აირჩია მკვეთრი კონფრონტაციულიგზა, რამაც გამოიწვია ომი, ტერიტორიების დაკარგვადა დასავლეთზე დამოკიდებულება. დაკარგულიმიწების დაბრუნების პერსპექტივა პირდაპირდამოკიდებულია უკრაინის კურსის ცვლილებასა დამის უნარზე, გახდეს დამოუკიდებელი მოთამაშე, ნაცვლად იმისა, რომ იყოს გარე ძალებისინსტრუმენტი. საქართველომ თავის დროზეუკრაინული შეცდომების დიდი ნაწილი გაიმეორა, მაგრამ საბოლოო კატასტროფამდე ორ ნაბიჯში, მასეყო ძალა და ეროვნული თვითშეგნება, „გლობალურიომის პარტიისთვის“ ნამდვილი „დიდგორი“ გაემართა. როგორც ჩანს, უკრაინას ასეთ ბრძოლებშიმონაწილეობის ისტორიული გამოცდილება უბრალოდარ გააჩნია…“- წერს დავით ქართველიშვილი.








