21 თებერვალი, პარასკევი, 2025
21 თებერვალი, პარასკევი, 2025

Enjoy Travel-ის ვერსიით, ციფრულ სფეროში მომუშავე ადამიანებისთვის თბილისი საუკეთესოდ დასახელდა და პირველ ადგილზე გავიდა

კომპანია Enjoy Travel-ის ვერსიით საქართველოს დედაქალაქი მსოფლიოს 25 ქალაქს შორის ციფრულ სფეროში მომუშავე ადამიანებისთვის საუკეთესოდ, ნომერ პირველ ადგილზე დასახელდა.

თბილისმა გაუსწრო ისეთ ქალაქებს, როგორიცაა ბუდაპეშტი, ტალინი, ვალენსია, სტამბოლი და საბერძნეთის კრეტას კუნძული.

რეიტინგში, რომლის სახელწოდებაა „ციფრული მომთაბარე ადამიანებისთვის 25 საუკეთესო ადგილი“, ქალაქები შეფასებულია შემდეგი კრიტერიუმებით: ინტერნეტის სიჩქარე, უსაფრთხოების ინდექსი, სამუშაო სივრცე, ცხოვრების ღირებულება, ციფრული ვიზის მიღების შესაძლებლობა, მისი ღირებულება და ტურისტული ვიზის ხანგრძლივობა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ჯეფრი საქსი: 2021 წელს მე...