12 მარტი, ოთხშაბათი, 2025
12 მარტი, ოთხშაბათი, 2025

მარკო რუბიო: მომდევნო რამდენიმე კვირა და დღე განსაზღვრავს, არის თუ არა პუტინი სერიოზულად განწყობილი მშვიდობის მიმართ

მომდევნო რამდენიმე კვირა და დღე განსაზღვრავს, არის თუ არა პუტინი სერიოზულად განწყობილი მშვიდობის მიმართ, – განაცხადაამერიკის სახელმწიფო მდივანმა „სიბიეს ნიუსთან“. მარკო რუბიოს თქმით, პუტინმა გამოხატა მშვიდობისადმი ინტერესი ტრამპთან საუბრისას და სატელეფონო საუბარს კონკრეტული ქმედებები უნდა მოჰყვეს.

როგორც ამერიკის პირველმა დიპლომატმა აღნიშნა, სამშვიდობო პროცესი რთული იქნება, რადგანაც ომი ხანგრძლივი და კომპლექსური იყო და დიდძალი მსხვერპლი გამოიწვია.

„ერთი სატელეფონო ზარი ვერ გადაწყვეტს ისეთ კომპლექსურ ომს, როგორიც ესაა, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ დონალდ ტრამპი არის მსოფლიოში ერთადერთი ლიდერი, რომელსაც პოტენციურად შეუძლია ამ პროცესის დაწყება. მშვიდობისკენ მიმავალი პროცესი არ არის ერთი შეხვედრის საქმე. ეს ომი უკვე დიდი ხანია, გრძელდება. ეს რთულია, კომპლექსურია, ომი სისხლიანი იყო, ძვირი დაჯდა. ასე რომ, არ იქნება ადვილი ასეთი კონფლიქტის დასრულება. გარდა ამისა, არიან სხვა მხარეებიც, რომლებსაც აქვთ თავიანთი მოსაზრებები ამის შესახებ“, – აღნიშნა რუბიომ.

ავტორი:

ბოლო სიახლეები