საქალაქო სასამართლოში გიორგი ბაჩიაშვილის საქმის განხილვა მიმდინარეობს

საქალაქო სასამართლოში გიორგი ბაჩიაშვილის საქმის განხილვა მიმდინარეობს. დღეს პროცესი არსებით განხილვაზე გადავიდა, შესაბამისად, იწყება მტკიცებულებების გამოკვლევა. პროკურატურა სამ მოწმეს წარადგენს, მათ შორის არის დაზარალებულის წარმომადგენელი, ადვოკატი თეიმურაზ წიქვაძე.

პროკურორის განმარტებით, საქმეში ბაჩიაშვილის წინააღმდეგ არაერთი დოკუმენტური მტკიცებულება არსებობს. ამ გარემოებას ბრალდებული უარყოფს.

გამოძიება გიორგი ბაჩიაშვილს დიდი ოდენობით კრიპტოვალუტის მართლსაწინააღმდეგო მითვისებასა და უკანონო შემოსავლების ლეგალიზებას ედავება.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

არჩილ გორდულაძე საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე: კიდევ ერთხელ დადასტურდება, რომ ეს პარტიები...

კიდევ ერთხელ დადასტურდება, რომ ეს პარტიები სხვადასხვა სახელისა და ნომრის მქონეები კი არიან, მაგრამ რეალურად არიან ერთი განაყარი, ერთსა და იმავე განზრახვით მოქმედებენ, -...