18 იანვარი, შაბათი, 2025
18 იანვარი, შაბათი, 2025

ვატო შაქარიშვილი „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ სარჩელზე: აბსოლუტურად დასაბუთებული განცხადება წარვადგინეთ პროკურატურაში

აბსოლუტურად დასაბუთებული განცხადება წარვადგინეთ პროკურატურაში. მიგვაჩნია, რომ არსებობს არაერთი ფაქტი, გარემოება, მტკიცებულება იმასთან დაკავშირებით, რომ ეს ყველაფერი ხდებოდა ორგანიზებულად ქვეყნის გარედან, – განაცხადა „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრმა ვატო შაქარიშვილმა.

საზოგადოებრივი მოძრაობა „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ დამფუძნებლებმა გენერალურ პროკურატურაში განცხადება შეიტანეს, რითაც მათივე თქმით, ქვეყანაში მოქმედი ჯაშუშური ქსელის გამოვლენას და მათი საქმიანობის გამოძიებას მოითხოვენ.

„აბსოლუტურად დასაბუთებული განცხადება წარვადგინეთ პროკურატურაში. მიგვაჩნია, რომ არსებობს არაერთი ფაქტი, გარემოება, მტკიცებულება იმასთან დაკავშირებით, რომ ეს ყველაფერი ხდებოდა ორგანიზებულად, კოორდინირებულად ქვეყნის გარედან და მთლიანობაში ეს მოქმედებათა ჯაჭვი ჯდება სისხლის სამართლის კოდექსის 37-ე თავით გათვალისწინებულ მუხლებში, რომლებიც საერთო ჯამში გულისხმობს ქვეყნის კონსტიტუციური წყობილების და მისი უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთა ერთობლიობას“, – განაცხადა შაქარიშვილმა.

საზოგადოებრივმა მოძრაობამ „ერთიანი ნეიტრალური საქართველო“ პროკურატურაში შეტანილ სარჩელთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.

სარჩელი ქვეყანაში მოქმედი ჯაშუშური ქსელის გამოვლენისა და საქმიანობის გამოძიების მოთხოვნით პროკურატურაში მოძრაობის დამფუძნებლებმა დღეს შეიტანეს.

ავტორი:

ბოლო სიახლეები