18 იანვარი, შაბათი, 2025
18 იანვარი, შაბათი, 2025

ლევან ნიკოლეიშვილი პროკურატურაში შეტანილ სარჩელზე: ერთხელ და სამუდამოდ წერტილი უნდა დაესვას ამ ქვეყანაში ჯაშუშური ქსელის მოქმედებას და ისეთ საქმიანობას, რომელიც საფრთხეს უქმნის ამ ქვეყნის სტაბილურობას

„ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ლევან ნიკოლეიშვილმა მოძრაობის მიერ პროკურატურაში შეტანილი სარჩელის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„წარვადგინეთ სხვადასხვა მასალა, დავურთეთ ჩვენს სარჩელს. ვფიქრობთ, რომ ეს ყველაფერი რამდენიმე მუხლიდან გამომდინარე, მიზანშეწონილია, რომ აუცილებლად იყოს გამოძიებული და ერთხელ და სამუდამოდ წერტილი უნდა დაესვას ამ ქვეყანაში ჯაშუშური ქსელის მოქმედებას და ისეთ საქმიანობას, რომელიც საფრთხეს უქმნის ამ ქვეყნის სტაბილურობას, ეროვნული ინტერესების განვითარებას“, – განაცხადა ლევან ნიკოლეიშვილმა.

საზოგადოებრივმა მოძრაობამ „ერთიანი ნეიტრალური საქართველო“ პროკურატურაში შეტანილ სარჩელთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.

სარჩელი ქვეყანაში მოქმედი ჯაშუშური ქსელის გამოვლენისა და საქმიანობის გამოძიების მოთხოვნით პროკურატურაში მოძრაობის დამფუძნებლებმა დღეს შეიტანეს.

ავტორი:

ბოლო სიახლეები