4 სექტემბერი, პარასკევი, 2026
4 სექტემბერი, პარასკევი, 2026

ნანა კაკაბაძე: ჩვენი აზრით, დღეს ვართ იმ რეალობაში, რომ საქართველოში არსებობს სერიოზული ჯაშუშური ქსელი, რომელიც თავს გვახვევს გარედან ნაკარნახევ პოლიტიკას

ჩვენი აზრით, დღეს ვართ იმ რეალობაში, რომ საქართველოში არსებობს სერიოზული ჯაშუშური ქსელი, რომელიც თავს გვახვევს გარედან ნაკარნახევ პოლიტიკას, – განაცხადა „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, ნანა კაკაბაძემ პროკურატურაში მათი ორგანიზაციის სახელით განცხადების შეტანის შემდეგ.

მისივე თქმით, პროკურატურამ აღნიშნული საქმე 7 მუხლით უნდა გამოიძიოს.

„ჩვენი აზრით, დღეს ვართ იმ რეალობაში, რომ საქართველოში არსებობს სერიოზული ჯაშუშური ქსელი, რომელიც თავს გვახვევს გარედან ნაკარნახევ პოლიტიკას. ვფიქრობთ ჩვენ, დაახლოებით, 7 მუხლით უნდა იყოს გამოძიებული ეს პრობლემა. პროკურატურის პრეროგატივაა, რამდენი დარჩება ამ მუხლიდან, მაგრამ მთავარი ისაა, რომ ქვეყანაში უნდა დაიწყოს ქართული პოლიტიკის გათავისუფლება“, – განაცხადა კაკაბაძემ.

საზოგადოებრივმა მოძრაობამ „ერთიანი ნეიტრალური საქართველო“ სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა.

საზოგადოებრივი მოძრაობა „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ დამფუძნებლებმა გენერალურ პროკურატურაში განცხადება შეიტანეს, რითაც მათივე თქმით, ქვეყანაში მოქმედი ჯაშუშური ქსელის გამოვლენასა და მათი საქმიანობის გამოძიებას მოითხოვენ.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ახალშობილი აშშ-ის დროშის ფონზე

აშშ-ის სასამართლომ დაბლოკა ტრამპის ბრძანება, რომელიც ე.წ. „სამშობიარო ტურიზმს“ კრძალავს

⚖️🇺🇸 მერილენდის ფედერალურმა სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციის ბრძანების ამოქმედება დროებით შეაჩერა. საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.