22 დეკემბერი, კვირა, 2024
22 დეკემბერი, კვირა, 2024

მამა შალვა კეკელია სტუდენტებს შეხვდა (ვიდეო)

18 დეკემბერს, ახალგაზრდობის სააგენტოში ჩატარდა შეხვედრა თემაზე: „სარწმუნოება ახალგაზრდების ცხოვრებაში.“ მომხსენებელი გახლდათ მამა შალვა კეკელია, რომელმაც სტუდენტებთან ღიად და გულწრფელად ისაუბრა სარწმუნოების მნიშვნელობაზე ახალგაზრდების ცხოვრებაში, მისი როლის შესახებ პიროვნულ ზრდასა და რთული ცხოვრებისეული სიტუაციების გადალახვაში.

შეხვედრაზე გაიმართა დისკუსია, სადაც სტუდენტებმა დასვეს კითხვები სარწმუნოების თანამედროვე გამოწვევებსა და რელიგიურ ღირებულებებთან დაკავშირებით. პროექტი განხორციელდა ახალგაზრდობის სააგენტოს • Youth Agency -ს მხარდაჭერით.

ავტორი: მარი სიბაშვილი

(მარი სიბაშვილი არის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის I კურსის სტუდენტი)

 

 

 

ავტორი:

ბოლო სიახლეები